მდინარაძე სააკაშვილზე: მრცხვენია, რომ ეს ადამიანი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველანაირ ავანტიურას მიმართავს, რათა ისევ აქტუალური გახდეს, – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კიევში განვითარებული მოვლენები და სააკაშვილის დაკავების ფაქტი.
რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურას, მდინარაძის თქმით, სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა რამდენჯერმეა გადაგზავნილი.
„რა ინფორმაციებსაც ვისმენთ, მრცხვენია, რომ ეს ადამიანი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. სააკაშვილი ყველანაირ ავანტიურას მიმართავს, რათა ისევ აქტუალური გახდეს. მისი მხრიდან ეს საქართველოში აღარ მოხდება და იმედია, უკრაინელები მალე გაიცნობენ. მართალია, ჩვენ უფრო დიდი ხანი ველოდით ამას, მაგრამ მაინც. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურას, როგორც ჩემთვის ცნობილია, სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა რამდენჯერმე არის გადაგზავნილი. საბოლოო ჯამში, შედეგი დამოკიდებული იქნება უკრაინულ მხარეზე. საქართველოს მოქალაქემ თავის დროზე დანაშაულები ჩაიდინა, რაზეც შესაბამისი განაჩენია დამდგარი. სააკაშვილი ვერ შეძლებს, რომ საქართველოში აქტუალური გახდეს. აქედან გამომდინარე, ის საქართველოში იქნება თუ არა პატიმარი, ამით პოლიტიკური ლანდშაფტი არ შეიცვლება“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები