ადვოკატი: სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ

მიხეილ სააკშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.
შესაბამის ინფორმაციას ტელეკომპანია „112“ ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, პარლამენტში განცხადებას გააკეთებს ე.წ. მიხომაიდანის დაფინანსების წყაროებზე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კიევში, ცოტა ხნის წინ დააკავეს.
სააკაშვილი სპეცრაზმმა შენობიდან ცოტა ხნის წინ გამოიყვანა. სპეცრაზმმა დაკავებული მიხეილ სააკაშვილი სპეციალურ მიკროავტობუსში ჩასვა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინაში, ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა. სააკაშვილი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ავიდა და მხარდამჭერებს მიმართა.
შეკრებილ მხარდამჭერებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები