სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, უკრაინის პროკურატურა საგანგებო განცხადებას გააკეთებს

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ტელეკომპანია 112 იუწყება.
გენერალურ პროკურატურაში ჯერ სააკაშვილის დაკავების ოფიციალურ მიზეზებს არ ასახელებენ.
ტელეკომპანიის ცნობით, უმაღლეს რადაში სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, უკრაინის დროით 16:00 საათზე, გენერალური პროკურატურის განცხადებას ელოდებიან.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში, რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. ოდესის ყოფილი გუბერნატორი საკუთარი ბინიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა. სააკაშვილი სახლის სახურავზე იყო. როგორც ცნობილია, მის ბინაში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები