თბილისში ნაძალადევის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა

თბილისში ნაძალადევის რაიონის ნაწილს, დღეს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.
როგორც „კვირას“ „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, დღეს, 5 დეკემბერს, 11:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა № 150, № 150ბ, ზესტაფონის, ბენდელიანის, მექანიზაციის, ცისარტყელას, წიწამურის, ხვინგიას, ტრიკოტაჟის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას და ამ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: შპს „ევროპარკი“,№ 4 პურის ქარხანა, შპს „ხაბაზი 77“, შპს „კოხლი“, სს „უნივესალი“, ქართულ-ამერიკული სკოლა, შპს „ნილი“, სს „ანა ჯგუფი“, შპს „ტკბილი ქვეყანა“, შპს „მითანა“, შპს „ჯეო-მე-ტექსი“, შპს „ახალი პროდუქცია“, შპს „ლაგი 98“. შპს „გასი“ და სხვა. გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
„შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები