ნუკრი ქანთარია: სააკაშვილმა სახურავის ბინადარი “კარლსონის” გზა აირჩია

„შეცდომა დაშვებულია თავშივე, როდესაც ბატონმა პოროშენკომ მეგობარი ქვეყნის მიერ ძებნილი ადამიანი დანიშნა გუბერნატორად, მათთვის იქ მოხდა საბედისწერო შეცდომა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნუკრი ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილმა სახურავის ბინადარი “კარლსონის” გზა აირჩია.
„ძალიან სამწუხაროა, რაც ბოლო პერიოდებში ვითარდება ამ კაცის მეთაურობით. სახურავის ბინადარი „კარლსონი“ ვიცით ჩვენ, სააკაშვილმაც მისი გზა აირჩია და იქ მოინდომა გადანაცვლება. როგორც ჩანს, აქვთ მისი დაკავების მიზეზები.
არ ვიცით შეასრულა თუ არა პოროშენკომ ვინმეს დავალება, თუ თვითონ მოუნდა ამის გაკეთება, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და ამ შეცდომის შედეგებს იმკის ახლა უკრაინა“,-აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულება ელოდება და მისთვის ყველა პროცედურის დაცვით, საკანი გამზადებული იქნება.
“ბუნებრივია, საქართველოში მართლმსაჯულება ელოდება მიხეილ სააკაშვილს, სასამართლო პროცესები იყო, ის ბრალდებულია. ასე რომ, შეიძლება არავის სიამოვნებს მისი აქ ჩამოსვლა, მაგრამ მისთვის საკანი იქნება გამზადებული ყველა პროცედურის დაცვით”,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნუკრი ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები