ეკა ბესელია: სააკაშვილის მიმართ ყველა პროცედურა ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა გაგზავნილი აქამდეც იყო და ამ თემაზე განცხადება გაკეთებული აქვთ როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე, მთავარ პროკურატურას.
ბესელიას თქმით, სააკაშვილის მიმართ ყველა პროცედურა ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება.
“ეს სამართლებრივი პროცედურა საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში და შიდა ეროვნული კანონმდებლობით უკვე დაწყებულია, რადგან საქართველოში სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეფარდებული აქვს და ბრალი აქვს წაყენებული. მის მიმართ დაპატიმრების ბრძანება გაცემულია, ასევე, არის ძებნის პროცედურაც დაწყებული. ექსტრადირების მოთხოვნა თავის დროზე იყო და ყველა შემდგომი სამართლებრივი პროცედურა ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ საკააშვილი, კიევში საკუთარ სახლში სპეცსამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებს.
საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც გენერალური პროკურატურის წარმოებაშია, თუმცა, კონკრეტული საქმე არ სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები