გიორგი მარგველაშვილი: საჭიროა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, როგორც რეგიონის, ასევე საქართველოს უსაფრთხოების კუთხით

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე „თბილისის საერთაშორისო სტრატეგია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ არ იქნება ნათლად დანახული მიზანი, რომ საქართველოს ჩართვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში არის იდეალურად დასტაბილურება ევროპული უსაფრთხოების და სტაბილურობის, ეს იქნება რეალობისგან გაქცევა.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით და აღნიშნა, რომ საჭიროა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, როგორც რეგიონის ასევე საქართველოს უსაფრთხოების კუთხით.
გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციის სამუშაო დღის წესრიგზეც ისაუბრა.
„ჩვენ განვიხილავთ ერთი მხრივ, შავი ზღვის უსაფრთხოებას და ეს უსაფრთხოება ნელ-ნელა აქტუალობას იძენს ნატოს დისკუსიებში. დღეს გვაქვს შესაძლებლობა პერსპექტივის ჭრილში შევხედოთ იმას, რა გზა უნდა ავირჩიოთ, რომ მიღწეულ იქნას მიზანი, რათა განმტკიცდეს როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის უსაფრთხოება. ვისაუბრებთ იმაზე, რომ საქართველომ გაამყაროს თავდაცვისუნარიანობა იმ ჰიბრიდული გამოწვევების ფონზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მიმართ და რეგიონში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რეგიონში რუსეთის აგრესიულ ქმედებებს.
„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა არის მაგალითი იმისა, თუ რას გეგმავდა რუსეთის ფედერაცია და შემდეგ ახორციელებდა თავის უშუალო სამეზობლოში. ჰიბრიდული ომი დაიწყო ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე დღეებში, მაშინ ამას არ ვარქმევდით სახელს, თუმცა, შემდეგ ეს რეალობა გახდა. უკრაინა გახდა შემდეგი მაგალითი, თუ რამდენად კარგად შეისწავლა რუსეთმა ჰიბრიდული ომის წარმოება. 2008 წელს უკვე რეგულარული რუსული არმია შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, მაშინ ამას ძალიან მძაფრი შეფასებები არ მოჰყვა და რადგანაც ეს მაშინ არ მოხდა, შემდეგ წარმატებულად განახორციელა რუსეთმა იგივე პროექტი უკრაინასთან მიმართებაში. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ცოდნა, თუ როგორ გავხადოთ უფრო თავდაცვისუნარიანი ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები