“სააკაშვილი თავისი კარიერის პიკზეა, პიკი-სახურავი აღმოჩნდა”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს.

„ორჯერ არჩეული პრეზიდენტი, თავისი კარიერის პიკზეა. პიკი-სახურავი აღმოჩნდა“,- წერს ჩრდილელი.

შეგახსენებთ, რომ  მიხეილ სააკაშვილი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან სამხედრო ფორმიანმა პირებმა ჩამოიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი კიევში, სახლის სახურავზე იყო. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, ის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა. ამასთან, მისი ადვოკატი საქართველოს ექსპრეზიდენტის დაკავებას არ გამორიცხავდა.

უკრაინაში, სააკაშვილის სახლთან სპეცრაზმი დილიდან იყო მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის მხარდამჭერებიც. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები