“საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების საუბრის მთავარი თემა რუსეთი და ოკუპაცია იქნება”

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების მთავარი სასაუბრო თემა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები და ოკუპაცია იქნება.

აღნიშნული განცხადება აბაშიშვილმა პრეზიდენტების შეხვედრამდე გააკეთა.

„საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ნაწილში შვეიცარიას განსაკუთრებული პოლიტიკური როლი აქვს. შესაბამისად, პრეზიდენტების მთავარი სასაუბრო ნაწილი სწორედ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს და ოკუპაციას შეეხება. რუსეთის იმ აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებებს, რომელებიც მუდმივად, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება”,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

შვეიცარიისა და საქართველოს პრეზიდენტები დახურულ კარს მიღმა ეკონომიკურ საკითხებსაც განიხილავენ.

„შვეიცარია ეკონომიკური განვითარების განსაკუთრებული მოდელი და მაგალითია, ქვეყნისგან ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვისწავლოთ. მათ შორის, განსაკუთრებით საინტერესოა შვეიცარიის გამოცდილება ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ცხადია, შეხვედრებზე ამ გამოცდილების გაზიარება აუცილებლად მიხდება”,- აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, დორის ლოიტჰარდი შეხვედრებს დღეს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები