გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო მტკიცედ დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე

„წელს, ევროპულ პროექტს 60 წელი შეუსრულდა. ამ უპრეცედენტო იდეის წარმატებამ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა მოუტანა ევროპის კონტინენტს, ხოლო მეზობელ სახელმწიფოებს ამ საერთო ძალისხმევაში მონაწილეობის სურვილი გაუჩინა „ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე – “ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ამასთან, როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი შეკრება გამორჩეულია იმით, რომ ერთ სამუშაო სივრცეში აერთიანებს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს, ევროპარლამენტის წარმომადგენლებს და ასევე, ცნობილ ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
მისივე თქმით, მრავალფეროვნება გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის, ასევე პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ საერთო გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ევროკავშირი და მისი სამეზობლო დგას.
„ დღევანდელი შეკრება გამორჩეულია იმით, რომ ერთ სამუშაო სივრცეში აერთიანებს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს, ევროპარლამენტის წარმომადგენლებს და ასევე, ცნობილ ექსპერტებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ასეთი მრავალფეროვნება გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის, ასევე პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ საერთო გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ევროკავშირი და მისი სამეზობლო დგას.
წელს ევროპულ პროექტს 60 წელი შეუსრულდა. ამ უპრეცედენტო იდეის წარმატებამ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა მოუტანა ევროპის კონტინენტს, ხოლო მეზობელ სახელმწიფოებს ამ საერთო ძალისხმევაში მონაწილეობის სურვილი გაუჩინა. ევროგაერთიანების ფუძემდებლური პრინციპები დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს, განსაკუთრებით კი ჩვენთვის – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირის ერთიანობა და სიმტკიცე ისევე გვაღელვებს, როგორც თავად გაერთიანების წევრებს. ყველა ჩვენგანის მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით შევინარჩუნოთ ერთიანი, ძლიერი ევროპა, რომელიც, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, მზად იქნება, კარი გაუღოს საქართველოს და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს. ევროკავშირის ტრანსფორმაციის ძალა და ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა იქცა საქართველოს რეფორმებისა და მოდერნიზაციის ქვაკუთხედად, ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად, რომლის მიზანია დემოკრატიული, განვითარებული ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა „ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები