ირაკლი მეზურნიშვილი: კასპის მუნიციპალიტეტში 300-მდე ბავშვს სხვადასხვა სახისის უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა

დღეს, კასპის მუნიციპალიტეტის ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში საქართველოს პარლამენტის წევრის, კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით,

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის (BAC) წამყვანმა სპეციალისტებმა (ქირურგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი , ნევროლოგი, ექოსკოპისტი, პედიატრი ორთოპედი, ტრავმატოლოგი)

სოფელ ლამისყანის ადგილობრივ ამბულატორიაში ბავშვებს და მოზარდებს სხვადასხვა სახის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.

“დღეს ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის (BAC) სხვადასხვა პროფილის წამყვანმა სპეციალისტებმა ლამისყანის და საზღვრისპირა სოფლების 300-მდე ბავშვს სხვადასხვა სახის უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარეს. კლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 15 მოზარდი ოპერაციას საჭიროებს. მადლობა მინდა გადავუხადო სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორს ბატონ დავით რეხვიაშვილს, ასევე

ადმინისტრაციას და მედპერსონალს თანადგომისთვის”-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები