საპარლამენტო ჯგუფები აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის იმპლემენტაციას 3 დეკემბერს განიხილავენ

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ლატვიის პარლამენტისა და საქართველოში ლატვიის საელჩოს ორგანიზებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შეფასების სამუშაო შეხვედრა 3 დეკემბერს გაიმართება, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები – საქართველო, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდავეთი, სომხეთი და უკრაინა დაესწრებიან.

ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის, აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების პარლამენტარები და ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები ნოემბერში, ბრიუსელში ჩატარებული სამიტის საკითხებს შეაჯამებენ და სამომავლო პოლიტიკას განიხილავენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების შეფასების ტრადიცია ლატვიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ლატვიის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები