დავით ბაქრაძე მსოფლიოს 18 ქვეყნიდან ვაშინგტონში პროფესიული და სასწავლო მიზნით ჩასული სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე ვაშინგტონის საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრებს და პროგრამის ფარგლებში მსოფლიოს 18 ქვეყნიდან ვაშინგტონში პროფესიული და სასწავლო მიზნით ჩასული სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაშინგტონში ორგანიზაციის ისტორიულ სათაო შენობაში მიწვეული სტუმრებისთვის საქართველოს ისტორიული წარსულის, უძველესი კულტურის შესახებ ვიდეო პრეზენტაციას წარდგენის შემდეგ, საქართველოს ელჩმა მონაწილეებთან ერთად აშშ-საქართველოს ორმხრივი პარტნიორობა ვრცლად მიმოიხილა, ევროსაბჭოსა და ნატო-ში წევრობის მისწრაფებები, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში მონაწილეობა. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

ცნობისთვის, ვაშინგტონის საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაცია (International Student House Washington DC) 1934 წელს ჩამოყალიბდა. მისი მიზანია აშშ-ში ჩასული უცხოელი სტუდენტების მეშვეობით კულტურთა დიალოგი, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის თანამშრომლობისა და ამ გზით ზოგადად მშვიდობის ხელშეწყობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები