“საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნების კლება ძირითადად, ქართველი მოსახლეობის ხარჯზე ხდება”

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას​ განიხილავენ, დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ განაცხადა, რომ საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნების კლება ძირითადად, ქართველი მოსახლეობის ხარჯზე ხდება. მისივე თქმით, გასულ წელს იმერეთის რეგიონში 1218-ით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, ხოლო წელს, მხოლოდ წლის პირველ ნახევარში, 1348 პირია გარდაცვლილი.

“ასეთივე მდგომარეობაა გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, სადაც 45 წელია, უფრო მეტი გარდაცვლილია, ვიდრე იბადება. საქართველოში მოსახლეობის კლება ძირითადად, ქართველების ხარჯზე ხდება”, – განაცხადა ანზორ თოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები