საქართველოს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

3-4 დეკემბერს, საქართველოს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დორის ლოიტჰარდი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
როგორც ”კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დორის ლოიტჰარდის მიღების ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 4 დეკემბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტები გამართავენ შეხვედრებს, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატებში დელეგაციების თანხლებით, რის შემდეგაც ქართველი და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.
შვეიცარიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები