51-ე სკოლასთან დაჭრილი მოზარდისთვის სისხლის ბანკი პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს

ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი თბილიში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს.

„გუშინ დაჭრილი მოზარდისთვის სასწრაფოდ გვესაჭიროება პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი. დახმარების გაწევის მსურველებმა გთხოვთ მოგვმართეთ 2390313,577 221 413. მისამართი: წინანდლის N9 წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის პირველი სართული. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი. მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის!“, – აღნიშნულია ჰემატოლოგიის ინსტიტუტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები