ზურაბ პოლოლიკაშვილი ანდორის ტურიზმის მინისტრს შეხვდა

ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ანდორას ტურიზმის მინისტრს, ფრანჩესკ კამპ ტორესს შეხვდა. მან ანდორას მთავრობის სახელით, მიულოცა ზურაბ პოლოლიკაშვილს თანამდებობაზე არჩევა და იმედი გამოთქვა, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში მრავალი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგმება მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიის განსავითარებლად. შეხვედრაზე საუბარი ორგანიზაციის ფარგლებში ანდორასთან თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

ზურაბ პოლოლიკაშვილმა ანდორის ტურიზმის მინისტრს საკუთარი ხედვები და საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. ფრანჩესკ კამპ ტორესმა ანდორას სახელით, ზურაბ პოლოლიკაშვილს მის მომავალ საქმიანობაში მხარდაჭერას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები