თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის ტრენინგი – „მობილობა და ორიენტაცია უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის“ ჩატარდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საგანგებოდ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის, ტრენინგი -„მობილობა და ორიენტაცია უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის“ ჩატარდა. ტრენინგის მიზანი იყო სკოლის მე-5 კლასში ჩარიცხული უსინათლო მოსწავლის, ანანო ბუცხრიკიძის ეფექტური სწავლებისა და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა.

ამავე პროგრამით დატრენინგებული მასწავლებლების დახმარებით, ანანო უკვე ბრაილის შრიფტს სწავლობს. მისი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გასაუმჯობესებლად კი მობილობა-ორიენტაციის ინდივიდუალური ინსტრუქტაჟი უტარდება, რომლის საშუალებითაც ყოველდღიური ქმედებების დამოუკიდებლად შესრულებას და თეთრი ხელჯოხის დახმარებით, სამყაროს აღქმას სწავლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები