სამხედრო ჰოსპიტალი დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო მკურნალობას უტარებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად მცხოვრები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში უფასო სკრინინგპროგრამა დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, 60 წელს გადაცილებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ეძლევათ. სამინისტროს ინფორმაციით, მათ კონსულტაციებს სხვადასხვა სპეციალობის კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი გაუწევს.

ჰოსპიტალში გამოკვლევები პაციენტების პირველ ნაკადს უკვე ჩაუტარდა. მსურველები გორის სამხედრო ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობას 2-3 დეკემბერს, 15-17 დეკემბერსა და 2018 წლის 26-28 იანვარს შეძლებენ. პროგრამის მიმდინარეობას გორში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გაეცნენ და ექიმებისა და პაციენტებისგან ინფორმაცია პირადად მოისმინეს. დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაფართოებული შემოწმება პირველადი ჯანდაცვის რგოლის ფარგლებში, უწყებათაშორის თანამშრომლობის ფორმატში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები