ფრაქცია „ქართული ოცნების” დელეგაცია „ევროპის სოციალისტური პარტიის” კონგრესში მონაწილეობს

ფრაქცია „ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ნინო წილოსანის, დიმიტრი ცქიტიშვილისა და სვეტლანა კუდბას შემადგენლობით, „ევროპის სოციალისტური პარტიის” (PES) კონგრესის მუშაობაში მონაწილეობენ.

კონგრესს 370 დელეგატი ესწრება, სადაც განიხილავენ:  სამუშაო ადგილების გაუმჯობესება და სოციალური დაცვა; მდგრადი და სამართლიანი ეკონომიკური განვითარება; დემოკრატიის დაცვა; დისკრიმინაციის აღმოფხვრა; კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო უსაფრთხოება, მთელს მსოფლიოში პროგრესული ღირებულებების პროგნოზირება.

ყოველწლიური ღონისძიების ფარგლებში ასევე, გაიმართება სემინარები, ტრენინგები და კონფერენციები, რომლებიც PES- ისა და მისი პარტნიორების მიერაა ორგანიზებული.

„ქართული ოცნება”, როგორც მმართველი კოალიციის წამყვანი ძალა, საქართველოს ევროპული კურსის უმთავრესი გარანტია. ამის გათვალისწინებით კი, ევროპელ სოციალისტთა პარტიებთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრისით.

ევროპის სოციალისტური პარტია (PES) 1992 წელს დაარსდა და აერთიანებს 58 ისეთ პროგრესულ პარტიას ევროპიდან და მისი სამეზობლოდან, როგორებიცაა: იტალიის დემოკრატიული პარტია, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია, საფრანგეთის სოციალისტური პარტია, ესპანეთის მუშათა პარტია, შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია, ნორვეგიის ლეიბორისტული პარტია და ა.შ.

ევროპის სოციალისტური პარტია ევროკავშირის პარლამენტში წარმოდგენილია სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის სახით (S&D).

„ქართული ოცნება” ამ პარტიის წევრი, ოფიციალურად 2015 წლის ივნისში გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები