ირაკლი კობახიძე: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებები ხარჯებს შეამცირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შედის, ხარჯების ზრდას არ გამოიწვევს.

„წინა სამ წელთან შედარებით ეს ხარჯების ზრდას არ გამოიწვევს. ჩვენ გვაქვს დაანგარიშებული ფრაქციების რაოდენობა წინა სამი წლის განმავლობაში და შევადარეთ ეს მაჩვენებელი ახალ მაჩვენებელს, რომელსაც მივიღებთ კანონის მიღების შემდეგ და ზრდა არ იქნება, პირიქით, შემცირდება შესაბამისი ხარჯები”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ინიციატივის მიზანი ფრაქციების მართვის გაუმჯობესებაა.

„ინიციატივის მიზანი არის ის, რომ გაუმჯობესდეს ფრაქციების მართვა. მე ვიტყოდი, რომ პროპორციულად აისახება როგორც მმართველი პარტიის, ასევე, ოპოზიციური პარტიების ინტერესებზე ანუ პროპორციულად იქნება გადანაწილებული ეს თანამდებობები როგორც მმართველ პარტიაზე, ასევე, ოპოზიციურ პარტიებზე”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები