საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო, დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამავე საათებში, 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
“ასევე, 30 ნოემბრის 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა კოსტავას გამზირზე, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან მეტრო რუსთაველამდე. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები