სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას ხელყუმბარები ააფეთქეს

უკრაინის ქალაქ ნიკოპოლის სასამართლოში აფეთქება მოხდა. ირკვევა, რომ მამაკაცმა სასამართლო სხდომაზე ორი ხელყუმბარა შეიტანა და ააფეთქა. მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა, არის შვიდი დაჭრილიც. უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, დაჭრილებს შორის არიან: სასამართლო მდივანი, ორი ბადრაგი და ერთი სამოქალაქო პირი. იმ საქმეში, რომელიც სასამართლოს მიერ ამ დროს განიხილებოდა, ორი ბრალდებულია. საქმე 2016 წელს მომხდარ მკვლელობას ეხება. ირკვევა, რომ ხელყუმბარები მოკლული მამაკაცის მამამ ააფეთქა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლემ კიდევ ერთხელ გადაიტანა საქმის მოსმენა. ხოლო, როცა ეჭვმიტანილები დარბაზიდან გაყავდათ, მან ხელყუმბარები ისროლა. უკრაინელმა სამართალდამცველებმა მომხდარზე გამოძიება დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები