მარიამ კუბლაშვილი: „მოგიწოდებთ ყველას, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!“

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ადვოკატთა ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დავით ასათიანის კანდიდატურას უჭერს. გუშინ საკუთარ facebook მან სტატუსი გამოაქვეყნა და კოლეგებს ასათიანის მხარდაჭერისკენ მოუწოდა:
„კოლეგებო, ადვოკატებო! არჩევნები ახლოვდება და თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე ვდგავართ. მე არჩევანი გავაკეთე – მხარს დავით ასათიანს ვუჭერ! მოგიწოდებთ ყველას – შემოუერთდით ჩვენს გუნდს, გაიზიარეთ ჩვენი შეხედულებები და მონაწილეობა მიიღეთ ასოციაციის განვითარებაში ჩვენთან ერთად!“
მოწოდების შემდეგ მარიამ კუბლაშვილი ასოციაციის ფარგლებში ისეთი სისტემის დანერგვაზეც მიუთითებს, რომელიც ადვოკატების გადაწვეტილების პროცესში ჩართულობაზე უფრო მეტად იქნება ორიენტირებული:
„შეგახსენებთ, რომ ახალი პროგრამით, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის გარდა, დამატებით 12 კომიტეტი შეიქმნება და თითო კომიტეტში 10 – 12 ადვოკატი გაწევრიანდება, ეს თითოეული ჩვენგანის ინტერესებისა და უფლებების დაცვის გარანტიაა, ახალი სისტემა ასევე უზრუნველყოფს თითოეული ჩვენგანის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას. გავაგრძელოთ ჩვენი კორპუსის მშენებლობა ერთად! ასოციაცია ყველა ჩვენგანის სახლია და მისი სტატუსი ჩვენი წარმატებული მომავლის გარანტია!“ – წერს ადვოკატი საკუთარ facebook გვერდზე.
ადვოკათა ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე არჩევნები 9 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები