თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების და ასმათის ქუჩის მცხოვრებლებს;
ნაძალადევის რაიონში, 12:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის ქუჩის მცხოვრებლებს;
დიდგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები