ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ხვალ ვარკეთილი 3-ში წყალსადენის ქსელზე ახალ ურდულებს დაამონტაჟებს

ვარკეთილის 3-ის, IIIა მიკრორაიონში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალსადენის ქსელის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, 2 ახალ ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს. შედეგად, საგრძნობლად შემცირდება, როგორც დაზიანებების რაოდენობა, ასევე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი და დრო.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკური სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში განხორციელდება.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 29 ნოემბერს, 21:00 საათიდან 30 ნოემბრის, დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვარკეთილი 3 IIIა მიკრორაიონს და ვარკეთილი 3 III მიკრორაიონის 301-დან 305-ე კორპუსის ჩათვლით.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით –

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები