„შულცე გლობალი“ ქართული ჰიდროენერგეტიკის პროექტებში ინვესტიციას „სილქ როუდ ჯგუფთან“ ერთად ახორციელებს

21 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, „შულცე გლობალ ინვესტმენტსი” ინვესტიციას ახორციელებს „სილქ როუდ ენერჯის” კუთვნილ ორ ჰიდროენერგეტიკულ პროექტში. „შულცე გლობალის” 15-მილიონდოლარიან ინვესტიციას გაინაწილებს ორი ჰიდროელექტროსადგური: ბახვი 3 – არსებული, 9.8 მეგავატიანი ჰესი და სრულიად ახალი მაჭახელა ჰესი, რომელიც აჭარაში, მდინარე მაჭახელაზე აშენდება და მისი დადგმული სიმძლავრე 25 მეგავატი იქნება.
გურიაში, მდინარე ბახვისწყალზე განლაგებული ბახვი 3 , 2015 წლიდან შევიდა ექსპლუატაციაში და წლიურად გამოიმუშავებს 41 გვტ/სთ ენერგიას, რომელიც წარმატებით მიეწოდება ქართულ და თურქულ ბაზრებს. ბახვი 3-სთვის გამიზნული ახალი ინვესტიცია მოხმარდება დაგეგმილ კაპიტალურ განახლებას, რაც ჰესის გრძელვადიან მდგრადობას უზრუნველყოფს.
მაჭახელა ჰესისთვის გამიზნული ინვესტიცია საწყის ეტაპზე დააფინანსებს ჰესის კონცეპტუალური პროექტის დასრულებას და ყველა შესაბამის კვლევას, გარემოს კვლევის ჩათვლით. შემდეგ ეტაპზე „შულცე გლობალი” და „სილქ როუდ ენერჯი” მოიზიდავენ საკრედიტო რესურსებს ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციაში გაშვების დასაფინანსებლად. დასრულებული პროექტის საერთო ღირებულება, წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 50 მილიონ აშშ დოლარი იქნება.
„შულცე გლობალი” ამერიკული კერძო საინვესტიციო ფირმაა, რომელიც დაინტერესებულია მსოფლიოს ყველაზე დინამიური განვითარებადი ბაზრებით. „შულცე გლობალი” მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ, მსხვილ ინვესტორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციებს მართავს აზიისა და აფრიკის სხვადასხვა ბაზარზე. საქართველოში აქტიურად აფინანსებს მცირე და საშუალო ზომის ჰესების მშენებლობას საკუთარი ფონდიდან (Caucasus Clean Energy Fund), რომელიც მხოლოდ სუფთა ენერგიაში ინვესტირებას ემსახურება.
http://schulzeglobal.com
„სილქ როუდ ენერჯის” მფლობელია „სილქ როუდ ჯგუფი”, 1997 წელს დაფუძნებული დივერსიფიცირებული კომპანია, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობს, მათ შორისაა: ტრანსპორტი, ლოგისტიკა, უძრავი ქონება, სასტუმრო ინდუსტრია, ტელეკომუნიკაცია და ენერგეტიკის სექტორი. კომპანია უკვე 20 წელია საქმიანობს და საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული აქვს 600 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია.
http://silkroadgroup.net

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები