დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრს შეხვდა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრს, რამინ გულუზადეს შეხვდა.

აზერბაიჯანის მინისტრმა თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” მნიშვნელობა დადებითად შეაფასა და ქართულ მხარეს მისი წარმატებით ჩატარება მიულოცა.

თავის მხრივ, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიდი მნიშვნელობა მისცა აზერბაიჯანის დელეგაციის მონაწილეობას თბილისის ფორუმში.

მხარეებმა ტრანსპორტის მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები  განიხილეს  და აღნიშნეს, რომ ურთიერთობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სტრატეგიული მიმართულებით სამაგალითოა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე და აღინიშნა, მისი განხორციელების მნიშვნლობა როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული განვითარების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები