“ლეოგრანდში“გარდაცვლილი 11 ადამიანიდან 9 დღეს დაკრძალეს

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილი 11 ადამიანიდან 9 დღეს დაკრძალეს. ერთის დაკრძალვა კი ხუთშაბათსაა დაგეგმილი.
ხუთი გარდაცვლილი დაკრძალვამდე, ბათუმში ღვთვისმშობლის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული, გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი ბათუმისა და ლაზეთის მეუფე დიმიტრიმ გადაიხადა.
პანაშვიდს, რეგიონის პირველ პირებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, დევნილთა და განსახლების მინისტრი და “ლეოგრანდის” მფლობელი ეროლ ავგორენი ესწრებოდნენ. ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები