ადგილობრივი ფინანსური „ბენჩმარკინგის“ ანგარიშის პრეზენტაცია მოეწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  სსიპ ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრმა, ადგილობრივი ფინანსური „ბენჩმარკინგის“ საპილოტე პროექტის (II ფაზის) ანგარიში და ფინანსური მონაცემთა ბაზის პრეზენტაცია გამართა.

პროექტი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, „პარტნიორობა კარგი მმართველობის“ ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერების მიზნით ჩატარდა.

II საპილოტე პროექტი მოიცავდა, ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული ფინანსური სისტემების შედარებით ანალიზს. კვლევის ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში ფინანსური რესურსებისა და ფინანსური მართვის საკითხები გამოიკვლიეს.  ასევე, ახალი ვებ-საიტი lfb.lsg.gov.ge შეიქმნა, სადაც ბენჩმარკინგის შედეგების გაცნობაა შესაძლებელი.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები, აგრეთვე მუნიციპალიტეტების მერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი, სსიპ ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები