სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას აღრმავებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი უნივერსიტეტში აგრობიზნესის სისტემური მართვის საკითხებზე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებისა და აგრობიზნესის მიმართულებით სადისერტაციო ნაშრომების ეფექტიანად მომზადებისთვის აქსელერატორის, ე.წ ჭკვიანი ლაბორატორიის მოწყობას გულისხმობს.

მემორანდუმი მიმართული იქნება ერთობლივი პროექტების განხორციელების, სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და ცენტრის წარმატებული საქმიანობის უზრუნველყოფისკენ.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კველვითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, სოფლის მეურნეობის სფეროში ახალგაზრდა კადრების ნაკლებობაა, ამიტომაც საგანმანათლებლო სფეროს სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობა, ორივე მხარისთვის და ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები