თიბისი ბანკი ევროპის საინვესტიციო ბანკთან 94 მილიონი ევროს ოდენობის საგარანტიო ხელშეკრულებებს ხელს მოაწერს

თიბისი ბანკი „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკთან 94 მილიონი ევროს ოდენობის საგარანტიო ხელშეკრულებებს ხელს მოაწერს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის გარანტია, თიბისი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას ხელი შეუწყოს.

ხელმოწერის ცერემონიას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი დაესწრებიან.

ხელმოწერის ცერემონია ხვალ, 29 ნოემბერს, 16:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება. (ცერემონია A ფლიგელში, მეორე სართულზე, რუსთაველის გამზირის მხარეს შედგება).

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები