ჩერნოვეცკის ფონდი სოციალურად დაუცველი ადამიანების სამსახურში
ერთ ბრძენ კაცს ჰკითხეს – “რამდენი სახის მეგობრობა არსებობს?
– ოთხი, – უპასუხა მან. არიან მეგობრები, რომლებიც საკვებს ჰგვანან, ისინი ყოველდღე გჭირდება. არიან მეგობრები, რომლებსაც ეძებ როგორც წამალს ცუდად ყოფნის დროს. არიან მეგობრები, რომლებიც ჰგვანან ავადმყოფობას, ისინი თავად მოგძებნიან ხოლმე… და ბოლოს, არიან მეგობრები, რომლებიც ჰაერს ჰგვანან, ისინი არ ჩანან, მაგრამ მუდამ თქვენთან არიან!
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, ჭირშიც და ლხინშიც.
როდესაც შევატყვეთ, რომ ბევრ ადამიანს უჭირს შორი მანძილის გამო ფონდის დღის ცენტრის სასადილოში სიარული, გადავწყვიტეთ მათთვის ადგილზე მიგვეტანა სადილი.
პროგრამა, რომელსაც სახელად “სოციალური პატრული” ჰქვია, ყოველდღიურად 4,5 ათასზე მეტ ადამიანს ემსახურება, მათ ვინც შიმშილის ზღვარზე იმყოფება…
ჩვენს რესპოდენტს, ვლადიმერს თავდაპირველად არ სურდა ინტერვიუს მოცემა, თუმცა მოგვიანებით დაგვთანხმდა იმ პირობით, თუ ფოტოს არ გადავუღებდით.
იგი 80 წლისაა, დაიბადა ურალში, სამხედრო სამსახურს საქართველოში გადიოდა, გომბორის სამხედრო ნაწილში.
“სავალდებულო სამსახურის დამთავრების შემდეგ, საქართველოში დავრჩი და სამხედრო ბაზის სამეურნეო ნაწილში დავიწყე მუშაობა. 90–იან წლებში, როდესაც საბჭოთა ბაზა დახურეს, მისი ინფრასტრუქტურა მოიშალა. გავყიდე ჩემი სახლი და თბილისში გადავედი საცხოვრებლად. ჯერ ვქირაობდი ბინას, ხოლო როდესაც ფული გაუფასურდა, სწრაფად ამომეწურა მარაგი და დავრჩი საცხოვრებლის გარეშე. მას შემდეგ ქუჩაში ვარ, მძინავს სასაფლაოზე, ვიქექები ნაგვის ურნაში”,– ამბობს იგი. ჩვენს შეკითხვას – “გეხმარებათ თუ არა “სოციალური პატრული?”,– ვლადიმერი პასუხობს: “ამით მიდგას სული, ეს რომ არ იყოს, უკვე ცოცხალი არ ვიქნებიოდი”…
“სოციალური პატრულის” ავტომანქანებთან ამდაგვარი ისტორიის მოსმენა მრავლად არის შესაძლებელი. სამწუხაროდ, დღითიდღე იზრდება ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დახმარებისთვის მოგვმართავენ, თუმცა ჩვენ ფრიად მოხარულნი ვართ, რომ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ და გვერდში ამოვუდგეთ!
თუ თქვენ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ჩვენს ბენეფიციარებს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე
GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სოციალური პატრული) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/202-socpatrul/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან: NovaTechnology, TBCpay, ExpressPay, LibertyPay.
განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი.
ჩვენი მთავარი ძალა ერთობაშია!
R