„გარემოს დაცვის სამინისტროს გაერთიანებასთან დაკავშირებით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად იყო“

გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებასთან, გაერთიანებასთან დაკავშირებით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საბოლოო მოდელი, კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბდება.
„მთავრობის რეორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს ორი მიზანი – ხარჯების ოპტიმიზაცია და მართვის სისტემის რაციონალიზაცია. ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებებით ეს მიზანი მიიღწევა, თუმცა იწყება საკომიტეტო განხილვები, დაიწყება პლენარულ სხდომებზე ამ საკითხის განხილვა და იქ ჩამოყალიბდება პარლამენტის საბოლოო პოზიცია, რეორგანიზაციის შინაარსთან დაკავშირებით. გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებასთან, გაერთიანებასთან დაკავშირებით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად იყო. კანონპროექტი ინიცირებულია, განხილვა დაიწყო და გაგრძელდება. განხილვა პარლამენტისა და მთავრობის კონსულტაციების ფორმატში წარიმართება. კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოო მოდელი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, მთავრობის მიერ ინიცირებული სტრუქტურული ცვლილებების განხილვა კომიტეტების სხდომაზე იწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები