ჩერნოვეცკის ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვები ექსკურსიაზე

ექსკურსიას მოზარდისთვის ბევრად უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, რამეთუ ეს არ არის მხოლოდ საინტერესო ადგილის მონახულება. იმისათვის, რომ ბავშვისგან პიროვნება ჩამოყალიბდეს, მან კარგად უნდა ისწავლოს და ყოველმხრივ განვითარდეს, რომ გააფართოვოს თავისი მსოფლმხედველობა.

ჩერნოვეცკის ფონდი სისტემატურად აწყობს მისი ოპერირების ქვეშ მყოფი მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებისთვის საინტერესო ექსკურსიებს, აძლევს მათ საშუალებას გაეცნონ ქვეყნის ისტორიას და თანამედროვე ცხოვრებას.

ამჯერადაც ასე მოხდა. ქობულეთსა და თბილისში მდებარე ფონდის სამივე სახლის აღსაზრდელებმა იმერეთის რეგიონის ღირშესანიშნაობები მოინახულეს – გელათის სამონასტრო კომპლექსი, მოწამეთას ეკლესია, სათაფლიას ეროვნული პარკი.

უამრავი ღიმილი, მხიარული შეძახილები, მეგობრული საუბრები და…”გაუთავებელი” შეკითხვები. ბავშვები წარუშლელი შთაბეჭდილებებით, რეგიონის ისტორიის შესახებ ახალი ცოდნით დაბრუნდნენ.

ჩერნოვეცკის ფონდი ძალისხმევას არ იშურებს, რომ ამ ბავშვებმა, რომლებმაც ჩვენთან მოსვლამდე რთული გზა გამოიარეს, თავი ბედნიერად იგრძნონ და სისტემატურად განვითარდნენ!

“ბავშვები – ეს ჩვენი საზოგადოების ცოცხალი ძალაა. მათზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა”,- აცხადებენ ჩერნოვეცკის ფონდში.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები