აჭარის მთავრობის მეთაური: ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება

ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება,-აღნიშნული განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძემ ბათუმში სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გააკეთა.
მან მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მოუსამძიმრა.
მისი თქმით, ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებს. პატარაძის განცხადებით, შესაბამისი ორგანოები ადგილზე იმყოფებიან და სიტუაციას სწავლობენ, ამიტომ გამოძიების შედეგებს დაელოდება.

შეგახსენებთ რომ სასტუმრო „ლიოგრანდეში“ ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა. ამ დროის ინფორმაციით დაღუპულია 11 და დაშავებულია 19 ადამიანი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში. სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები