სასტუმრო „ლეო გრანდი“ თურქ ბიზნესმენ ეროლ ავგორენს ეკუთვნის

ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლეო გრანდი“ თურქ ბიზნესმენ ეროლ ავგორენს ეკუთვნის,-ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
თურქული პრესა იუწყება, რომ გარდაცვლილთა შორის სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქეებიც არიან.
შეგახსენებთმ რომ სასტუმრო „ლიო გრანდეში“ ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მე-4 და მე-5 სართულს გაუჩნდა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.

სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები