ილია მეორე: წმინდა გიორგიმ ინება, რომ გვყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღევანდელ დღესასწაულს ისტორიული გიორგობა უწოდა.
„ყველას გილოცავთ გიორგობას. ეს არის ისტორიული გიორგობა. წმინდა გიორგიმ ინება, რომ გვყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო. მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას. მე იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა“, – აღნიშნა ილია მეორემ.
შეგახსენებთ, რომ ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ შიო მუჯირი დღეს დაასახელა. ილია მეორემ ბრძანება ქაშუეთში, „გიორგობისადმი“ მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ წაიკითხა. “მინდა, წაგიკითხოთ ბრძანება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები