“კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, სანამ ექსპერტიზას არ ჩავატარებთ, ხალხს ვერ შევასახლებთ”

საცხოვრებელ კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, სანამ სრულფასოვან ექსპერტიზას არ ჩავატარებთ, ხალხს ვერ შევასახლებთ, – ამის შესახებ ისნის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კორპუსს ავარიული სტატუსი ისეც ჰქონდა. ამ დროისთვის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, მოგვიანებით კი, შენობის დასუფთავება და ექსპერტიზის სრული ანალიზი მოხდება. ლაბუჩიძე ვარაუდობს, რომ ამას რამდენიმე დღე დასჭირდება.
„რაც გარედან ჩანს, ხედავთ, რომ მეოთხე სართულის ზემოთ ხალხის დაბრუნების პრობლემა არ არის, უბრალოდ ჩვენ ამის ნებართვა როგორც კრიმინალისტებმა, ასევე ტექნიკურმა ექსპერტებმა უნდა დაგვრთონ. მომართვა რვა ოჯახიდან გვაქვს, სადაც ხანძარი იყო. გუშინ სამი ოჯახი მივიღეთ. დღეს თუ მათ სასტუმროში გადაყვანის სურვილი ექნებათ, სასტუმროში გადავიყვანთ რამდენიმე დღით, შემდეგ ყველას ვუქირავებთ და ქირით გავიყვანთ. ამ სადარბაზოში 25-26 ოჯახი ცხოვრობს. ზარალის ოდენობაზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია. რვა ბინაა დაზიანებული. ერთი სადარბაზოს სამი სართული და გვერდით სადარბაზოდან ერთი ბინა. მათი დათვალიერება სრულფასოვნად ჯერ ვერ მოვახდინეთ“,- განაცხადა ლაბუჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები