რას ნიშნავს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის დასახელება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე, – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო.
ილია მეორემ დღეს, მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დაასახელა. ამიტომ, პატრიარქის მიერ ანდერძით მოსაყდრის დატოვების საკითხი, აქტუალური აღარ არის.
პატრიარქის მოსაყდრე ამ მოვალეობის შესრულებას შეუდგება მას შემდეგ, როცა კათოლიკოს-პატრიარქი თავისი მოვალეობების შესრულებას ვერ შეძლებს. მოსაყდრე, ეკლესიის მართვას, ახალი პატრიარქის არჩევამდე განახორციელებს.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე უფლებამოსილია, მოიწვიოს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც აირჩევენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. მოსაყდრე, ასევე, საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ, იწვევს წმინდა სინოდის სხდომას, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად.
ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე დღეს დაასახელა. ქაშუეთში, გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ, ილია მეორემ აღნიშნული ბრძანება წაიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები