კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, მოსახლეობა სამართალდამცველების შემოწმების შემდეგ შედის

გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც გუშინ სპეცოპერაცია ჩატარდა, მოსახლეობა ბლოკირებულ კორპუსებში შესვლას მხოლოდ სამართალდამცველების მიერ გადამოწმების შემდეგ ახერხებს.
ამჟამად შემთხვევის ადგილას, „თბილსერვისის“ თანამშრომლები იმყოფებიან და სპეცოპერაციის ტერიტორიას ასუფთავებენ.
გარდა ამისა, ადგილზე სპეცრაზმისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც რჩებიან, რომლებიც იმ კორპუსს იცავენ, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა. ამის გამო სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული აღნიშნული და მიმდებარე კორპუსები.
სპეცოპერაციის ტერიტორიიდან გაიყვანეს რამდენიმე დაცხრილული ავტომობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები