გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრებმა რვა ოჯახმა ისნის გამგეობას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თხოვნით მიმართა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრებმა რვა ოჯახმა ისნის გამგეობას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თხოვნით უკვე მიმართა.
გამგეობამ ისინი სამი დროებითი საცხოვრებელი ფართით უკვე უზრუნველყო. ხუთი ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილება კი, მათი ბინების დათვალიერების შემდეგ მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ ამ ხუთი ოჯახის კუთვნილი ბინა საცხოვრებლად ვარგისი არ იქნება, მერია მათ დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს.
რა ზარალი მიადგა ისნის რაიონს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, უახლოეს მომავალში გაირკვევა. ისნის გამგეობამ ზარალის დათვლა გუშინ ღამით დაიწყო.
იმ კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია 23 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 72 ოჯახი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები