სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 670-მდე ბავშვი გახდება. ამ დროისთვის უწმინდესს უკვე 33 236 ნათლული ჰყავს. ნათლობა სამების ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს ნათლობის ჯვარი და მოწმობა გადაეცემათ, ნათლობის დასრულების შემდეგ კი, დაახლოებით 20:00 საათისთვის, ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მიბრძანდება, შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს. ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები