პაატა აბულაძე: ვანახოთ მსოფლიოს, რომ არ გვეშინია – სოლიდარობა გამოვუცხადოთ გმირ სპეცრაზმელს

„რა ვქნათ დუმილით არ მივაგოთ პატივი დაღუპულ სპეცრაზმელს ქუჩაში? ლოგიკური დრო ვთქვათ და გავიდეთ, რაღაცაში მაინც ვივარგოთ” – ამის შესახებ პაატა აბულაძესოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მოუწოდებს, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ტერორისტების არ გვეშინია.

„მახსოვს ესპანეთში მოხდა როცა სპეცრაზმელი შეეწირა ოპერაციას, მოსახლეობა გამოვიდა ქუჩაში და დუმილით მიაგო პატივი დაღუპულ სპეცრაზმელს. ხომ არ გაგვეკეთებინა?
დავთქვათ დრო და გავიდეთ. საზოგადოება ხელისუფლებას თანადგომას უცხადებს. ვანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ არც ტერორისტების გვეშინია და სოლიდარობა გამოვუცხადოთ გმირ სპეცრაზმელს” – წერს აბულაძე.

წყარო: რეპორტიორი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები