ხათუნა ხოფერია: სოლიდარობის აქცია აუცილებელია – პატივი და დიდება გმირებს!

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია პაატა აბულაძის სტატუსს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ვეთანხმები პაატას!
აუცილებელია სოლიდარობის აქცია!
აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ ჩვენი გმირი ბიჭების შვილებს, რომ პატივს მივაგებთ, ვაფასებთ და ვალში ვალთ მათი ხსოვნის წინაშე!
არა ტერორიზმს!
პატივი და დიდება გმირებს!” – წერს ხოფერია.

შეგახსენებთ, რომ პაატა აბულაძე სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მოუწოდებს, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ტერორისტების არ გვეშინია.

„რა ვქნათ დუმილით არ მივაგოთ პატივი დაღუპულ სპეცრაზმელს ქუჩაში? ლოგიკური დრო ვთქვათ და გავიდეთ, რაღაცაში მაინც ვივარგოთ. მახსოვს ესპანეთში მოხდა როცა სპეცრაზმელი შეეწირა ოპერაციას, მოსახლეობა გამოვიდა ქუჩაში და დუმილით მიაგო პატივი დაღუპულ სპეცრაზმელს. ხომ არ გაგვეკეთებინა?

დავთქვათ დრო და გავიდეთ. საზოგადოება ხელისუფლებას თანადგომას უცხადებს. ვანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ არც ტერორისტების გვეშინია და სოლიდარობა გამოვუცხადოთ გმირ სპეცრაზმელს” – წერს აბულაძე.
წყარო: რეპორტიორი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები