სპეცოპერაციისას დაზარალებულებმა ისნის გამგეობას უკვე მიმართეს – მათ შორის ერთი, 6-სულიანი ოჯახია

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დროს დაზარალებულმა ორმა ოჯახმა თავშესაფრის მოთხოვნით, ისნის რაიონის გამგეობას უკვე მიმართა.

როგორც „კვირას“ ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, დაზარალებულთაგან ერთი 6 -სულიანი ოჯახია, ხოლო მეორე, _მარტოხელა მამაკაცი.
„ორმა ოჯახმა უკვე მოგვმართა, ერთი მრავალრიცხოვანი ოჯახია, სადაც მწირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ, ხოლო მეორე მარტოხელა მამაკაცია. ჩვენ მათ ისნის რაიონში მდებარე სასტუმროებში დროებით შევასახლებთ“, – განუცხადეს „კვირას“ ისნის რაიონის გამგეობაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის ტერიტორიიდან გაყვანილ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფრის საჭიროების შემთხვევაში, ისნის რაიონის გამგეობას და თბილისის მერიას დაუკავშირდეს.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები