სპეცოპერაციის ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ბერი გაბრიელის ქუჩაზე სპეცოპერაცია დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა. შემთხვევის ადგილას, ახლა ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სამართალდამცველებს კვლავ გადაკეტილი აქვთ სპეცოპერაციის ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა ჯერ კიდევ არ უშვებენ მოსახლეობას.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია ბერი გაბრიელის ქუჩაზე დაახლოებით 23 საათი მიმდინარეობდა. რის შედეგადაც, ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა, ხოლო 4 სამართალდამცველი დაიჭრა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები