ნაძალადევში, კოკინაკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, კოკინაკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.

გზის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, 1240 კვ.მ ფართობზე, იგება ორი ფენა ასფალტის საფარი. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე კანალიზაციის მოძველებული მილები ახლით შეცვალა.

კოკინაკის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 72 092 ლარია. ქუჩის რეაბილიტაცია მომავალ კვირაში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები