მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.
კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას, იკრძალება მათი გაჩერება“,- ნათქვამია განცხადებაში.