გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის გამო, 97-ე საჯარო სკოლაში გაკვეთილები არ ჩატარდება

თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე, მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, 97-ე საჯარო სკოლაში გაკვეთილები არ ჩატარდება.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, გაცდენილი გაკვეთილები შაბათს ანაზღაურდება. 97-ე საჯარო სკოლა სპეცოპერაციის ადგილთან ახლოს მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გვიან ღამე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.

ადგილზე რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადგილობრივების ცნობით, სამართალდამცავების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები